მაია  ბარიხაშვილი

თემურ  ტარტარაშვილი 

 

სწავლაგანათლების  საკითხი  ჰერეთში, XIX საუკუნესა  და   XX  საუკუნის  დასაწყისში

 

           საქართველოში  ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, განათლების     მიღება ძირითადად   ეკლესიამონასტრებში  ხდებოდა.   ცენტრებს   სამრევლოსაეკლესიო  სკოლები  ეწოდებოდა. ასეთი  ტიპის  სასწავლებლები  საქართველოს  თითქმის  ყველა  კუთხეში, მათ  შორის  ჰერეთშიც  არსებობდა.

     ქართულ  პერიოდულ გამოცემებში  საინგილოს  შესახებ   ყველა  სახის  მასალის  მოძიების, სისტემატიზაციისა  და  ბიბლიოგრაფიაკატალოგის  შექმნის  მიზნით  2007  წელს  პრეზიდენტის  სახელობის ახალგაზრდა  მეცნიერთა  ინდივიდუალურ   სამეცნიერო  გრანტების  კონკურსზე   წარდგენილი  გვქონდა  პროექტი: ჰერეთი  ვირტუალურ  სივრცეში (1 ეტაპი, სამეცნიეროინფორმაციული  ბაზის  შექმნა). პროექტის ავტორი: ავტორი: მაია ბარიხაშვილი. ხორციელდება ეროვნული  სამეცნიერო ფონდის  ფინანსური მხარდაჭერით.(გრანტი  GNSF/PRES07/1-135) ჩვენ  პროექტის ფარგლებში  თბილისის  ბიბლიოთეკებსა  და  არქივებში  საინგილოს  შესახებ მოვიძიეთ 1846  წლიდან 2008 წლის აპრილამდე   გამოქვეყნებული და  ხელნაწერი  მასალა. თბილისის  ცენტრალურ  არქივში  დაცულ  კავკასიაში  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოების  ანგარიშებზე  დაყრდნობით  ჩვენთვის  ცხადი  გახდა  მე19  საუკუნეში  საინგილოში  არსებული  ვითარება.  ამ  საკითხზე   ცნობილი  მოღვაწე   ზაქარია  ედილი  წერს:

       სწავლაგანათლების  საქმე  უძველეს  დროში   საინგილოში  მკვიდრს  ნიადაგზე  ყოფილა  დაყენებული. თუმცა  ძველი  ისტორიული  მწერლობა  ძალიან ძუნწ ცნობებს  იძლევა  საინგილოს და, განსაკუთრებით, მისი სწავლაგანათლების შესახებ. მაგრამ ის ორიოდე  ცნობა, რომელსაც  ჩვენამდის მოუღწევია, აშკარადა ჰყოფს  ამ გარემოებას.  საინგილოს  ორ  დიდ  ცენტრში, ბელაქანსა  და  კაკში   სწავლა განათლების საქმე  კარგად  ყოფილა  განვითარებული. ბელაქანში  დიდი  სასწავლებელი  ყოფილა, რომლის  ხელმძღვანელად  საქართველო  აგზავნიდა  გამოჩენილსა  და  დახელოვნებულ  პირებს. ესეთი  პიროვნებანი  ყოფილან   მღვდელმონაზონი  პიმენ  სალოსი  და  ანტონ   ნაოხრებლიძე. 1292  წელს  პიმენ  სალოსი  გარეჯით   წავიდა  და  დაემკვიდრა  ბელაქანს  მონასტერში  და  ლეკნი  წარმართობისაგან  ქრისტეს   სარწმუნოებაზე  მოაქცევინა.  მასთანვე  მოღვაწეობდა ნაოხრებლიძე, რომელიც  ყურანის  თაყვანისმცემელთ პოლემიკას  უწევდა  და  მძლავრი  სიტყვით  და  ქადაგებით  სძლევდა  მათ (მ. ჯანაშვილი, საინგილო, ძველი  საქართველო, ტ.2, გვ.78).

    არანაკლებ  საყურადღებოა  მეორე  ცნობა  საინგილოში  სწავლაგანათლების  შესახებ, რომელიც  ე. წ. მაღალაანთ  სახარების  მინაწერშია  დაცული. იგი  მოგვითხრობს  სოფ. კაკში  გადამწერთა  სკოლის  არსებობის  შესახებ: 1310  წელს  მცხეთის   კათალიკოსმა  ექვთიმემ  ინახულა  საქართველოს  განაპირა  ეპარქიები  და  ეკლესიები, მოიარა  დაღესტანი, ეპარქია  ანწუხისა, ეკლესიები  წახურისაკენ  და  სხვაგან, და   რა  ნახა  ეკლესიების  სიღარიბე  წიგნებითა, მაშივნე  უბრძანა  გიშქურმუხის  მთავარეპისკოპოსს, კირილე  დონაურს, გადაეწერინებინა  სახარება  და  სხვა  წიგნები  და  წარეგზავნა  დაღესტანს. მეცაო, ამბობს  კირილე  დონაური, გადავაწერინე  კაკის  წმ. ბარბარეს  მღვდელს  იასე  ქიტიაშვილს   და  ათთორმეტთა  მოწაფეთა  მისთა, წარვგზავნე  საყდართა, მონასტერთა  და  შვიდთა  სასწავლებელთა  თავმდგომთადმი  და  ვუბრძანე  სწავლებად  სჯული  ჭეშმარიტი   და   ფილოსოფოსება, მამათა ცხოვრება  და  ქართლის  ცხოვრება. მღვდელს   ქიტიაშვილს, რომლის  მოგვარენი  დღესაც  არიან  სოფ. კახში, მთელი  სკოლა  ჰქონია  გადამწერლებისა. აქედან  აშკარაა, რომ   თუ  დაღესტანში   არსებობდა  სასწავლებლები, რომელსაც   ქიტიაშვილის  სკოლა  გადამწერებით  ამარაგებდა, ლაპარაკი   არ  უნდა, თვით    საინგილო  მოჭარბებით  იქნებოდა  სავსე  სასწავლებლებით. გარდა  ამისა  სოფ.  ლოქართში  არსებობდა  დედათა  მონასტერი, რომლის  ნანგრევები  და  სენაკები  დღესაც  დიდ  მანძილზე  არიან  გაფანტულნი. აქ   არსებობდა  დედათა   დიდი  სასწავლებელი, მონასტრის  მზრუნველობის  ქვეშ  მყოფი. ინგილოებში   შენახულია  გადმოცემა, რომ  საინგილოში  ყველაზე  დიდი  დედათა  სასწავლებელი  აქ  არსებობდაო. (ზ. ედილი, საინგილო 1947 წ. გვ.33).

      ამ სანდო  ცნობებზე  დაყრდნობით   შესაძლებელია  ითქვას, რომ   დღევანდელი  საინგილოს   ტერიტორიაზე  ძლიერი  სულიერი  კერა  არსებობდა, გადამწერთა  სკოლა, რომელიც  სასულიერო  ლიტერატურით ჰერეთსა  და  მთელ  დაღესტანს  ამარაგებდა. ეს  ფაქტი  ამ  კუთხის ისტორიის  თვალსაზრისით    საყურადღებო   და  ძალიან  მნიშვნელოვანია.

    ამის  შემდეგ   XVII   საუკუნემდე   ისტორიულ  წყაროებში საინგილოს  ისტორიის,   და  განსაკუთრებით  სწავლა განათლების  შესახებ ცნობები  არ  მოგვეპოვება.  

              1830 წელს რუსეთის მიერ ჭარბელაქანის შეერთების შემდეგ აღნიშნული საკითხით რუსეთის იმპერია დაინტერესდა, რადგან განათლების რუსული მოდელის დანერგვა რუსიფიკაციის მძლავრი იარაღი იყო.

              XIX  საუკუნის  მეორე  ნახევარში   კავკასიაში  ქრისტიანობის  აღმდგენმა  საზოგადოებამ   როგორც  მთელ  კავკასიაში, ასევე  საინგილოშიც  დაიწყო  აქტიური  მისიონერული  მოღვაწეობა.  აღნიშნული ორგანიზაციის აქტიური საქმიანობის და ზაქათალის ოლქის ქართველი მოსახლეობის მართლმადიდებლობაზე კვლავ მოქცევის დიდი სურვილის გამო საკმაოდ მოკლე დროში ოცი ათასამდე ქართველი დაუბრუნდა მათი წინაპრების სარწმუნოებას.

    XIX  საუკუნეში  ზაქათლის  ოლქში  რამდენიმე სასწავლებელი ფუნქციონირებდა. ერთერთი მათგანი  იყო  1862  წელს ქალაქ  ზაქათალაში ზემო დაღესტნის  უფროსის  სიმონ შალიკაშვილის ზაქათლის  ოლქის  უფროსის თარხან მოურავის, მისი მოადგილის ჩოლოყაშვილის, და ქალაქის კომენდანტის სიდამონ ერისთავის მიერ გახსნილი  სამკლასიანი  სკოლა. ამ სკოლაში, სადაც პირველ რიგში    ადგილობრივ ქართველებს იღებდნენ, რომლებსაც  არ  ახდევინებდნენ  სწალის  საფასურს (გაზ. კავკაზი, 1863, 20, გვ.4).

    1864 წელს  ქ. ზაქათალაში  გენერალმაიორ ნიკოლოზ  კარმალინის მეუღლის ლუბას ინიციატივით კერძო  პირების შემოწირულობით  დაარსდა ერთკლასიანი მეორე თანრიგის ქალთა სკოლა, ყველა  სარწმუნოების გოგონებისათვის. აღნიშნულ სასწავლებელში   სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებთან ერთად  ადგილობრივი ქართველებიც სწავლობდნენ. ისინი აგრეთვე  სწავლობდნენ 1882 წელს გახსნილ ზაქათალის პროფესიულ სასწავლებლებში. აღნიშნულ დაწესებულებაში ქართველი მოსწავლეები უმრავლესობას წარმოადგენდნენ. მიუხედავად ამისა, ბავშვების 99%  სწავლის  გარეშე  რჩებოდა.

     ადგილობრივი  ქართველები სისტემატურად  ცენტრალურ ხელისუფლებას სკოლების გახსნის  მოთხოვნით მიმართავდნენ, რასაც გარკვეული დროის განმავლობაში შედეგი არ  მოჰყოლია. ადგილობრივმა ქართველმა სასულიერო პირებმა გადაწყიტეს, განათლების საქმე თავიანთ  თავზე  აეღოთ. მათ  დიდი ენთუზიაზმით  დაიწყეს  ბავშვების შეკრება და ქართული წერაკითხვის უსასყიდლოდ სწავლება. ამ  საქმეში  ჩაბმულნი  იყვნენ ადგილობრივი მღვდელი მიხეილ  ყულოშვილი, დიმიტრი  ჯანაშვილი, ბლაღოჩინი  პეტრე  კონჭოშვილი, მისი მეუღლე  მართა  ყულოშვილი და სხვა.

       1863 წელს  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენმა  საზოგადოებამ განათლების დარგში  გაატარა შედეგი რეფორმები:

1. წინადადება  მისცა  მთის  კეთილშობილ სამრევლოებს    სკოლები გაეხსნათ. სადაც ამის  საშუალება  არ იყო, მღვდელმსახურებს ნება მიეცათ  ესწავლებინათ ბავშვებისთვის გარკვეულ ფასად.

2. სკოლების ასაშენებლად  გამოყო  სათანადო  ნანხა და  ყველაფერი, რაც  საჭირო იყო.

3. ქალაქებში  განათლების განვითარების  მეთვალყურეებისა და  ხელმძღვანელობისათვის  ორი  ინსპექტორი დანიშნა.

      1864  წელს ზაქათლის  ოლქში  ხუთი  სამრევლო  ფუნქციონირებდა. კერძოდ, კახის I, კახისII, თასმალოს, ყორაღანისა  და  ალიბეგლოს  სამრევლო.

     კახისა  და  ყორაღანის  სკოლებს შენობა  არ  ჰქონდათ  და  ბავშვები  მღვდლების  სახლებში  დადიოდნენ. ისინი  კახში მღვდელ  პეტრე  კონჭოშვილის  ბინაში  იკრიბებოდნენ და  იქ  სწავლობდნენ. ყორაღანში, ამ  პერიოდში  ასწავლიდა  თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი, ალიბეგლოში კი  მღვდელი  იორდანიშვილი. ხოლო  კახის  სკოლაში  დიაკონი  მიხეილ  ყულოშვილი.

     კახის  საეკლესიო  სკოლა  1869  წელს  კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოების  სოფელ  კახის მიხაილის სახელობის  ერთკლასიან  სკოლად  გადაკეთდა.( 1879 . .49).

    კახის  სკოლის  შესახებ   შემდგომში მისი  მასწავლებელი ივანე  როსტომაშვილი  წერდა: ვიდრე  მთელ  საინგილში დაარსდებოდა  ერთერთი წესიერად  დაფუძნებული  სახალხო  შკოლა კახისა, აქ  ყოფილა  ძველებური მიმართულებისა და  ფორმისა, შკოლა  პრიჩეტნიკებისა და დაჩოქებისა, რომელშიაც სწავლობდა  არა მომეტებული  ათ  ყმაწვილისა. მისი  აზრით კახის  სკოლამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი  გააკეთა ადგილობრივი  ქართველების გონებრივი განვითარებისათვის. მისი სიტყვებით ამ  სკოლის ორი აღზრდილი სამასწავლებლო სკოლაში, ორი  კი  იალტაში  სწავლობს. რაც, ძალიან  მნიშვნელოვანია.        აღსანიშნავია,  რომ  ამ  წლებში   საინგილოში არსებული ვითარების შესახებ     ქართულ   პერიოდულ  გამოცემებში  ცნობები  რეგულარულად  იბეჭდებოდა.

        1878  წლის  ჟურნალ  ივერიის  მე11  ნომერში    ვანო  (ივანე  როსტომაშვილი)  წერს: ცოტა  არ  იყოს  იღვიძებს  ხალხის  ცხოვრება! 13  თებერვალს  საინგილოს  ბლაღოჩინის  განკარგულებით  კახში  იყო  საინგილოსავე  სამღვდელოთა  კრება. მგონია  ბევრი  არ  იქნება  ჩვენ  საქართველოში  იმისთანა  კუთხე, სადაც  ეგეთის  მხურვალებით  შეიკრიბებოდნენ ჩვენის  ხალხის  მოძღვარნი  რაიმე  კეთილის  განზრახვითა  და   საქმისათვის.

      დღეს  ჩვენმა  სამღვდელოებამ  მოინდომა  უფრო  მკვიდრი  და  გარკვეული  გზა  გაიტანოს  თვისის  დანიშნულების  აღსრულებისათვის! დღეს  მან  მოინდომა  ჯვარწერის, ნათლობის, დამარხვის, გაკურთხვის  და  სხვა  რჯულის  წესების  აღსრულების  გარდა, შეასრულოს  ისიც, რისთვისაც  სახელდობრ  და  ისეთის  თავგანწირულებით  იღწვოდა  ჩვენი  მაცხოვარი! დღეს  მათ  მოინდომეს  ბეჯითად  და  ზედმიწევნით  დაუწყონ  თავის  სამწყსოს  გარდაცემა  ჭეშმარიტის  სწავლისა, როგორც  სარწმუნოების შესახებ, ისეც  შესახებ  საყოველთაო  ცხოვრებისა. ამის გარდა  კრებამ  გადაწყიტა, რომ  რადგანაც  გაქრისტიანებულ  სოფლებს ალიბეგლოს  და  ყორაღანს  არა  გზა  არა  აქვთ  ასწავლონ  თავიანთ  შვილებს  ქართული  წერაკითხვა  მაინც, რადგანაც  კახის  შკოლა  მათთვის  შორს  არის  და  ამას  გარდა  თვით  სოფელ  კახსაც  აღარა  ჰყოფნისო, კრებამ  გადასწყვიტა, რომ  ალიბეგლოს  და  ყორაღნის  მღვდლებმა  შეკრიბონ  ათი  ხუთმეტი  ყმაწვილი  და  ასწავლონ  მათ  ჯერჯერობით  მხოლოდ  ქართული  წერაკითხვა, თვლა, ქართული  ლექსები, ლოცვები. ვისურვებთ, რომ  ამ  კეთილმა  დაწყობილებამ  კარგი  ნაყოფი მოიტანოს  და  ამით  უფრო  მომეტებული  ძალა  და  სურვილი  აუღორძინოს  ჩვენ  სამღვდელოებას, ღმერთმა  ხელი  მოუმართოს  მათ!(ივერია,1878  წ. 11,გვ.35)

           1889  წელს   ორი  სკოლის   კავკასიაში მართლმადიდებლური  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოების   მიერ  გახსნილი  კახის  ორკლასიანი  საეკესიოსამრევლო  და  სოფელ  ალიაბადიდან  გადმოყვანილი  სახალხო  განათლების  სამინისტროს  სოფლის  ნორმალური  ორკლასიანი  სკოლების  შეერთების  შედეგად  კახში  სახალხო   განათლების   სამინისტროს  სოფლის  ნორმალური  ორწლიანი  სკოლა  გაიხსნა  (გაზ.   , 1901, 5671,გვ.3).

     კახის  საზოგადოებამ  1905  წლის   14  ოქტომბერს   თათბირზე  წამოაყენა   სწავლების  გაუმჯობესების  და  ორკლასიანი  ნორმალური  სკოლის  ქალაქის  ტიპის  სკოლად    გარდაქმნის   საკითხი  და  იქ  ქართული  ენის  სწავლების  შემოღება  მოითხოვა. კახის   მცხოვრებლები  საწავლო  ოლქს  რუსიფიკატორულ  პოლიტიკაში  ადანასაულებდნენ. რაც  მთავრობის  და  განათლების  წარმომადგენლების  გაღიზიანებას  იწვევდა. საბოლოოდ   1910  წელს  მიიღეს   გადაწყვეტილება  ქართული  ენის  პროგრამაში  შეტანისა  და  მასწავლებლის  დანიშვნის  შესახებ.

      კახის, ალიბეგლოსა  და  ყორაღნის  სკოლებში     შემდეგი  საგნები  ისწავლებოდა: საღვთო  სჯული  (ყოველდღე), რუსული  და  ქართული  ენები (ყოველდღე).რუსული  და  ქართული  ენების   სუფთა  წერა (კვირაში  ორჯერ), საეკლესიო  გალობა (კვირაში  ორჯერ), არითმეტიკა (კვირაში  ოთხჯერ), ქალებისთვის  ხელსაქმე (კვირაში  ორჯერ). ყოველდღე  ხუთი  გაკვეთილი  ტარდებობა. ზამთარში  მეცადინეობა  9  საათზე, ზაფხულში  კი  8  საათზე  იწყებოდა. (ს.ც.ს.ს.ა. ფონფი 493, აღწერა 1, საქმე 829, ფურცელი  16).

      1879  წელს  ალიბეგლოს  სამრევლო  სკოლაში   მასწავლებლებად  მუშაობდნენ  მღვდელი  ტიმოთე  გონაშვილი  და  ყორაღნის  მღვდელი, მასწავლებელი  დიმიტრი  ჯანაშვილი.

     ზაქათლის  ოლქში   სამრევლო  სკოლების   დაარსება  დაკავშირებული  იყო  სამრევლოების  დაარსებასთან.

       ალიბეგლოს  სკოლა  დაარსდა  1889  წელს, სადაც  საღვთო  სჯულს  ასწავლიდა  მღვდელი  მიხეილ  გვასალია. მასწავლებლად    1898  წლამდე  მუშაობდა  ნ. კალანდაძე, რომელიც  შეცვალა  რომან  შიუკაშვილმა. 1900  წლიდან  კი  ალიბეგლოს სკოლის  მასწავლებელი  იყო  ადგილობრივი  მცხოვრები  ბართლომე  ხუციშვილი, რომელსაც  გორის  პედაგოგიური  სემინარია  ჰქონდა  დამთავრებული  და  გარკვეული  დროის  განმავლობაში  რუსეთის  იმპერიის  სახალხო  განათლების  სამინისტროში  მუშაობდა. ალიბეგლოელები მას  დიდ  პატივს  სცემდნენ  და იგი  მათ  შორის  დიდი  ნდობით  სარგებლობდა, რის  გამოც  მოსწავლეთა  რიცხვი მნიშვნელოვნად  გაიზარდა. (იქვე, გვ.400401) საღვთო  სჯულის  მასწავლებლის  ხელფასი  შეადგენდა  წელიწადში  100  რუბლს, ხოლო   დანარჩენი  საგნების  მასწავლებლის  ხელფასი  260  რუბლს  წელიწადში. ალიბეგლოს  სკოლა  3  ოთახისაგან  შედგებოდა. კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოების  სკოლების  ინსპექცია  ალიბეგლოს  სკოლის  დონით    არ  იყო  კმაყოფილი.

  19001901  წლებში  ალიბეგლოს  სკოლაში  მამრობითი სქესის  28  მოსწავლე  სწავლობდა. (კავკასიაში  მართლმადიდებლური  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოების  ანგარიში, გვ. 402404).

    ყორაღანის  სკოლა  დაარსდა  1889  წელს. ყორაღნის  სკოლას  ერთი  ოთახი  ჰქონდა.  საღვთო  სჯულს  ასწავლიდა  ვლადიმერ  ივანიცკი. თბილისის  სასულიერო  სემინარიის  სტუდენტი. 1900  წლამდე   მასწავლებლად  მუსაობდა  ი.  ლომიძე, რომელიც  შემდეგში  ადგილობრივმა  ქალმა  კ. პაპიაშვილმა  შეცვალა. მას  დამთავრებული  ჰქონდა  ბოდბის  მონასტერთან არსებული  ორ  კლასიანი  სკოლა.

   1901  წელს  მის  ადგილზე   დაინიშნა    ალექსანდროვის  სახელობის, თბილისის  სამასწავლებლო  ინსტიტუტის კურსდამთავრებული ადგილობრივი აბელ  ბაირამაშვილი. ყორაღნის  სკოლაში  19001901  პირველ  სასწავლო  წელს  27  მოსწავლე  სწავლობდა. სკოლის   შესანახად  სკოლა   საზოგადოება  360  რუბლს  ხარჯავდა. კახის  ქალთა  სკოლა   დაარსდა  1890  წელს, სადაც  საღვთო  სჯულს  ასწავლიდა  თბილისის  სასულიერო  სემინარიის  კურსდამთავრებული  ბესარიონ  ფურცელაზე. აღნიშნულ  სკოლაში  1896  წლიდან  მუშაობდა  თელავის  წმინდა  ნინოს  სახელობის  სასწავბლო  დაწესებულების  კურსდამტავრებული  მღვდლის  ქვრივი  სოფიო  ყულოშვილი, რომლის   ხელფასი  წელიწადში  350  რუბლს  შეადგენდა. 19001901  წლწბში  სკოლაში  44  მოსწავლე  სწავლობდა. საზოგადოება სკოლის  შესანახად  ყოველწლიურად  450  რუბლს  ხარჯავდა. 

     ქოთოქლოს  სკოლა   1897  წლიდან  ფუნქციონირებს, რომელიც  კერძო სახლში  იყო  განთავსებული. სკოლისა  და  საეკლესიო  კრებულისათვის   აშენდა  ორსართულიანი  შენობა, რომელსაც  ოთხი  ოთახი  ჰქონდა. ყველაზე  დიდი  ოთახი  სკოლას  გადაეცა, ხოლო  დანარჩენ  სამ  ოთახში   მღვდელი  და  მედავითნე  ცხოვრობდნენ. სკოლის  ოთახი  კარგი  საკლასო  ავეჯით  იყო  მოწყობილი.

    1901  წლამდე   სკოლაში  ყველა  საგანს  ადგილობრივი  მღვდელი  გ.  ედილოვი (ედილაშვილი) ასწავლიდა. სკოლების  რევიზიის  დროს    1900 წელს  იგი  სამრევლოში  არ  იმყოფებოდა. ამის  გამო   ინსპექტორმა  ევ.  მამინაშვილმა  საინგილოს  ბლაღოჩინ  იროდიონ   ოქროპირიძესთან  ერთად   შეკრიბა  ბავშვები. 12  მოსწავლიდან  მხოლოდ  10  მოვიდა. სწავლების  მხრივ  მიღწეული  წარმატებები  რევიზიისთვის  თითქმის  დამაკმაყოფილებელი  იყო. მოსახლეობა  სკოლის  მიმართ  ისე  გულგრილად  არ  იყო  განწყობილი,  როგორც  ალიბეგლოში. მათი  დასკვნით, მღვდელი  ედილოვი  ბეჯითი  და  ნაყოფიერი  მუსაობისათვის  საზოგადოების  მხრიდან  წახალისებას  იმსახურებდა. იმის  გამო, რომ  მღვდელი  ედილოვი  სასწავლო  პროცესის  გამო  თავის  პირდაპირ  მოვალეობას   (მღვდელმსახურებას)  ვერ  ასრულებდა  და  ამავე  დროს  პედაგოგიური  მოღვაწეობისათვისაც  დრო  არ  რჩებოდა, რის  გამოც  მოსახლეობის  თვალში   სკოლის  მიმართ  განწყობა  იცვლებოდა. საზოგადოებამ  დააკმაყოფილა  მღვდელ  ედილოვის  თხოვნა  და  19011902  სასწავლო  წელს   მასწავლებლად  გორის  სასულიერო  სემინარიის კურსდამთავრებული  ს.  ტიტვინიძე  გაგზავნა, რომელსაც  წელიწადში  300  რუბლი  ხელფასი  დაენიშნა. მღვდელი  ედილოვი  კი   საღვთო  სჯულისა  და  საეკლესიო  გალობის  მასწავლებლად  დაინიშნა  და  ხელფასი  წელიწადში  100  რუბლი  დაენიშნა.

       მეშაბაშის  სკოლა  დაარსდა  1905  წელს. 1907  წელს  საზოგადოებამ  სკოლის  შენობის  ასაგებად  600  რუბლი  გამოყო. აღნიშნულ  სკოლაში   საღვთო  სჯულს  ასწავლიდა  ყაზანის  სასულიერო  აკადემიის  კურსდამთავრებული  მღვდელი  დავით  გოცირიძე, ხოლო  დანარჩენ  საგნებს  მასწავლებელი  ქალი  მჭედლოვამჭედლიშვილი, რომელსაც  ბოდბის  ორკლასიანი  სკოლის  კურსი  ჰქონდა  გავლილი.

   19061907  წლებში  აღნიშნულ  სკოლაში  16  მოსწავლე  სწავლობდა, რომელთა  შორის  ოთხი  გოგო  იყო. სკოლის  შესანახად  საზოგადოება  წელიწადში  360  რუბლს  ხარჯავდა. 60  საღვთო  სჯულის  მასწავლებელს,ხოლო 300  დანარჩენი  საგნის  მასწავლებელს. (კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოების ანგარიში, 19061907 წლები, გვ.176).

       კახის  სკოლაში  სხვა  სკოლებთან  შედარებით   ბლაღოჩინ   იროდიონ  ოქროპირიძის  ნაყოფიერი   მოღვაწეობის  წყალობით  სწავლების  დონე   დამაკმაყოფილებელი  იყო. საღმრთო  სჯულის  მასწავლებელი  იყო  მღვდელი  ბესარიონ   ფურცელაძე, რომელიც კარგი პედაგოგი  იყო. დანაჩენ  საგნებს  ასწავლიდა  ქვრივი  სოფიო  ყულოშვილი, რომელსაც  დამთავრებული  ჰქონდა  წმინდა  ნინოს  სახელობის   თელავის ქალთა  სასწავლებელი. კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  გამავრცელებელი  საზოგადოების  კომისია  აღნიშნავს, რომ  მხოლოდ  მრავლობითი  რიცხვების  გარჩევა  და  თავისუფლად  რუსული  ენის  ფლობა  უჭირდათ  მოსწავლეებს, დანარჩენ საგნებში  მათი  ცოდნა  დამაკმაყოფილებელი  იყო. სკოლაში  ისწავლებოდა საეკლესიო გალობა, ხელსაქმე,

1899  წელს  ხელსაქმისთვის  33  რუბლი და 33 კაპ.  გამოიყო. მათ  იროდიონ  ოქროპირიძის  ცოლი  ნინო ოქროპირიძე  ასწავლიდათ. 1901  წელს  საზოგადოებამ  ხელსაქმისთვის  20  რუბლი  გამოყო (იქვე, გვ.398400).

     როგორც  აღვნიშნეთ,  სკოლებში  ქართველი ქალები  მოსწავლე  გოგონებს ასწავლიდნენ არა მხოლოდ წერაკითხვას, ხელსაქმეს   (ჯეჯიმების, ინგილოური  წინდების ქსოვა), არამედ მათ ქართული ეროვნული  სულისკვეთებით  ზრდიდნენ,   რასაც  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა  ამ  მხარეში  მცხოვრები  ინგილოებისათვის. გარდა  ამისა, ქალთა  სკოლის  არსებობამ   ხელი  შეუწყო  საინგილოში  ქართული  ტრადიციისა  და  იშვიათი  ორნამენტების  შენარჩუნებას.

     მ. სიდამონერისთავი  თავის  წერილში ხალხს  მოუწოდებს, რომ  საინგილოს  სკოლებს დახმარება  აღმოუჩინონ:  ეს  მესამე  წელიწადია,  რაც   ჩვენს სამშობლოს  ამ  დავიწყებულ  მხარეს, საინგილოში  მამა  იღუმენის  ლეონიდის  თაოსნობით  გაიმართა  ქალთა  სასწავლებელი. დღეს  სკოლის  მოწაფეთა   შორის  არიან  ისეთნი, რომელთაც  თავისუფლად  შეუძლიათ  კითხვა  და  წაკითხულის   გაგება. ამიტომ  საჭიროა   დაარსდეს  ამ  სკოლასთან  წიგნთსაცავი, როგორც  სასულიერო, ისე საერო  წიგნებისა. ეს  წიგნთსაცავი  მასწავლებლის ხელმძღვანელობით  ბავშვებს  კითხვას  შეაყვარებს  და  შემდეგში  სწავლა  დამთავრებულს   ქალებს   მისცემს  საშუალებას  სკოლის  გარეშე, ცხოვრებაშიაც  განაგრძონ  კითხვა  და  განვითარება. ამიტომ  მივმართავ  ყველას, ვისავ  რითი  შეუძლია, აღმოგვიჩინოს  დახმარება (სიდამონ ერისთავი მ. წერილი  რედაქციის  მიმართ, ივერია, 1893წ. 70,გვ.4)

        იმავე  წელს  ბაქოელმა  ქართველებმა  სკოლას  გამოუგზავნეს  საბავშვო  ჟურნალი  ჯეჯილი, ხოლო  1899  წელს  თბილისელმა  პეტრე  კონჭოშვილმა  და  ზაქათლის  ჯარის  პორუჩიკმა   კონსტანტინე  ტარტარაშვილმა  თავიანთი  ხარჯით  გაუგზავნეს  ათი  ცალი  სიბრძნე   ბალავარისა, ორმოცი  ცალი  ცხოვრება  ქალწულ  მოწამეთა   მოწამეთა   და  დედისა  მათისა  სოფიოსი, ჟურნალი  ჯეჯილი, და  სხვა  სახის  ლიტერატურა.

      ამრიგად, სწავლაგანათლების  საქმეს  XIX  საუკუნეში ზაქათლის  ოლქში   კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოება  ახორციელებდა, რომლის  ფინანსური   მხარდაჭერით   აღნიშნულ  რეგიონში  დაარსდა  რამდენიმე  საეკლესიოსამრევლო  სკოლა: კახში, ქოთოქლოში, ყორაღანსა   და ალიბეგლოში. აღსანიშნავია,  ის  ფაქტი, რომ  ამ  სკოლებში  გარკვეულ  დრომდე  ქართული  ენა  არ  ისწავლებოდა. აღნიშნული  საზოგადოება  მოსახლეობის    რუსიფიკაციის   პოლიტიკას  ატარებდა. მიუხედავად  ამისა, საინგილოში ქართველი  მასწავლებლების   ძალისხმევით    ამ  სკოლების  არსებობამ მომავალ  თაობებს  ხელი  შეუწყო განათლების მიღებასა და  ეროვნული სულისკვეთების   ჩამოყალიბებასა  და  განმტკიცებაში.

    

 

                                   გამოყენებული  ლიტერატურა:

 

 

 

   1. მ. ჯანაშვილი, საინგილო, ძველი  საქართველო, ტ.2, გვ.78.

   2. ზ. ედილი, საინგილო 1947 წ. გვ.33.

    3.გაზ. კავკაზი, 1863, 20, გვ.4.

   4. 1879 . .49.

   5. ივერია,1878  წ. 11,გვ.35

   6.კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენი  საზოგადოების ანგარიში, 19061907 წლები, გვ.176.

   7. სიდამონ ერისთავი მ. წერილი  რედაქციის  მიმართ, ივერია, 1893წ. 70,გვ.4

   8. მაია  ბრიხაშვილი, სწავლაგანათლების  საკითხი XIX   საუკუნის  საინგილოში, საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია  ტბელობა, მასალები, 2008, ნოემბერი.